კარლ ჰარცელი: ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღებას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 30, 2020 10:19

კარლ ჰარცელი: ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღებას

მნიშვნელოვანი

  • კარლ ჰარცელი: ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღებას

სხვა სტატიები

“ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღებას. ეს არის ნიშანდობლივი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში შრომის პირობებთან დაკავშირებით და ძლიერი გზავნილი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომლის შესრულება საქართველომ იკისრა, განსაკუთრებით ეს ეხება შრომითი უფლებების და დასაქმებულთა უფლებების დაცვას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, კოლექტიური შემცირებებისგან დაცვას, ანტიდისკრიმინაციულ და გენდერული თანასწორობის შესახებ დებულებებს.

ველით, რომ მხარს დავუჭერთ შრომის დამოუკიდებელ ინსპექციას მდგრადი კადრებით და ფინანსური რესურსებით და ასევე მომზადებული და აღჭურვილი პერსონალით, რომელიც 2021 წლიდან შეასრულებს თავის გაფართოებულ მოვალეობებს, საქართველოს დასაქმებულთა და მთლიანად საზოგადოების სასარგებლოდ”,-ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 30, 2020 10:19