კარლ ჰარცელი : ველოდები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციას

ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ყველა მხარის მოსაზრებას, ჩვენის სურვილია ვნახოთ ისეთი პროცესი, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო შედეგს მოიტანს, – საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა განაცხადა, დისკუსიაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან შედგება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვას მიეძღვნება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას მიმართა, რადგან ჩემი აზრით, ეს ნამდვილად სასარგებლოა, რათა მომზადდეს ნიადაგი დისკუსიების ბოლო ნაწილისთვის, ვგულისხმობ მოსამართლეების დანიშვნის კრიტერიუმებს. როგორც იცით, ევროკავშირში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დაფასებულია, როდესაც საქმე მართლმსაჯულების საკითხებს ეხება. ასე რომ ველოდები ამ რეკომენდაციების იმპლემენტაციას. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დისკუსიაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან გვექნება“, – განაცხადა ჰარცელმა.

რაც შეეხება კითხვას რეკომენდაციაზე, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, რაც ირაკლი კობახიძის შეფასების პოლიტიკურია,

კითხვაზე, მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ მოსამართლეების ნაწილი უნდა დაინიშნოს ახლა და მეორე ნაწილი პარლამენტის არჩევნების შემდეგ, რას ფიქრობს ამაზე, ელჩი ამბობს: „ცხადია, ვენეციის კომისია თავადაც აცნობიერებს, რომ ეს პოლიტიკური ხასიათის რეკომენდაცია. ეს იმ ფაქტის გამოხატულებაა, რომ ვენეციის კომისიაც აცნობიერებს, რომ ეს პოლიტიკურად დამუხტული პროცესია. საბოლოო ჯამში ეს არ არის წარმოდგენილი, როგორც ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია, რადგან ყველა მთავარი რეკომენდაცია არის მართლმსაჯულების საკითხზე და არის ტექნიკური ხასიათის. ჩემი აზრით, ამ თემაზე მსჯელობა შეიძლება. ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ ამ საკითხზე ყველა მხარის მოსაზრებას. ერთგვაროვანი და მტკიცე პოზიცია ამ საკითხზე არ მაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველას სურვილია ვნახოთ ისეთი პროცესი, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიგაგრაში,”ოლდენბურგსკის” პარკში თევზები უწყლობით იხოცებიან (ვიდეო)
შემდეგი სტატიადღეს საფრანგეთში ასობით ეკლესიის ზარი ერთად დარეკავს ნოტრ-დამის პატივსაცემად