კარლ ჰარცელი – უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა

კარლ ჰარცელი პირველი იანვრიდან შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველების დამატებითი შემოწმების დანერგვასთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტს ეწვია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 2021 წლის პირველი იანვრიდან შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველების დამატებითი შემოწმების დანერგვასთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტს ეწვია.

„უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა. ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე და არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მათი ჩასვლის შემდეგ მოხდება. ვმუშაობთ საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აღნიშნული შემოწმებების მაქსიმალურად შეუფერხებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიპირველი იანვრიდან შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება
შემდეგი სტატია“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ