კარლ ჰარცელი – შარლ მიშელი შეეცადა, თავისი ვიზიტით ბიძგი მიეცა მოლაპარაკების პროცესისთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, შეშფოთებული არიან ევროპაში და თავადაც, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, დიდი ენერგია წაიღო მოლაპარაკებებმა არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
„შარლ მიშელმა 24 საათი გაატარა საქართველოში, ის ნამდვილად მოცული იყო ქვეყნით, დინამიკით სხვადასხვა კუთხით. ძალიან დიდი ენერგია წაიღო მოლაპარაკებებმა არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, შეშფოთებული არიან ევროპაში და თავადაც. ის შეეცადა, ვიზიტით ბიძგი მიეცა მოლაპარაკების პროცესისთვის და როგორც იცით, მან შესთავაზა თავისი როლი პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიჰოჯესი – ის, რაც ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას არ ეხმარება
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ვვარაუდობ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართება