კარლ ჰარცელი: ნიკა მელიას საკითხის გამო, ვშიშობ, რომ დიალოგთან დაბრუნება და შეთანხმების მიღწევა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ნიკა მელიას საკითხის გამო ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა გართულდება.

“ამ დღეებში ბევრს ვფიქრობდი ამ საკითხზე. სასამართლოს გადაწყვეიტლებამდე ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. სხვადასხვა მოვლენის მიმდინარეობის ფონზე იზრდება ტემპერატურა. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში და ყველას მართებს წინდახედულობა ამ ვითარებაში მოქმედებისას. საქართველოსთვის მთავარია, მუდმივად აშენონ ინსტიტუტები და განაგრძონ ამაზე მუშაობა. იმედი გვაქვს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმები განხორციელდება, რასაც მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის მხრიდან. პარტიების მხრიდან საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც დემოკრატიისთვის სასარგებლო იქნება. ნიკა მელიას საკითხის გამო, ვშიშობ, რომ დიალოგთან დაბრუნება და შეთანხმების მიღწევა, შეთანხმების გზების მოძიება უფრო გართულდება. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. იმედი გვქონდეს, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება”. – უთხრა ჰარცელმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიდიდუბეში ხე სამ მანქანას დაეცა
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას ველოდებით