კარლ ჰარცელი : მე ვნახე მასშტაბური ლიდერობა სხვადასხვა მხარისგან და კომპრომისის სულისკვეთება, რამაც საბოლოო ჯამში 8 მარტის შეთანხმება უზრუნველყო

ვიმედოვნებ, საბოლოო ჯამში გვექნება კონკურენტული პლატფორმა არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ საბოლოო ჯამში პარლამენტში ჩატარდა კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

„გვჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და დემოკრატიული დღის წესრიგი შემდგომი წინსვლისთვის. ერთი რამ, რაც არ მითქვამს და არ აღგვინიშნავს ერთობლივ განცხადებაში, არის ის, თუ როგორ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ყველას, ვინც ამ დიალოგში მონაწილეობდა და 8 მარტის შეთანხმება შესაძლებელი გახადა. მე ვნახე მასშტაბური ლიდერობა სხვადასხვა მხარისგან და კომპრომისის სულისკვეთება, რამაც საბოლოო ჯამში შეთანხმება უზრუნველყო. მსურს, შევაქო ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ მნიშვნელოვან პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის დაკვირვებას და მივადევნებთ თვალს არჩევნებთან დაკავშირებით.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო არჩევნების მზადების შემდეგი საფეხური, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ეს არის საარჩევნო კოდექსი და რეკომენდაციები, რომლებიც გამოქვეყნდა, მათ შორის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ჩვენ ამაზე ერთ წელზე მეტი ვმუშაობთ სხვადასხვა მხარესთან და ვცდილობთ, დავინახოთ, რომ ამ საკითხებს სათანადო ყურადღება მიექცეს. შეხვედრის მიზანი იყო, გაგვეგო, სად ველოდებით შემდგომ გაუმჯობესებებს. კარგი საუბარი გვქონდა და ვნახავთ, რა შედეგები იქნება ამ პროცესში. ვიმედოვნებ, საბოლოო ჯამში ჩვენ გვექნება პლატფორმა ამ არჩევნებისთვის, რომელიც უეჭველად იქნება კონკურენტული და ასევე, რამდენადაც შესაძლებელია, თანაბარი პირობების საფუძველზე, რაც ამ არჩევნების საერთო გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა საქართველო პრორუსული ორბიტის ტყვეობაში ჩააგდო – გრიგოლ გეგელია
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო