კარლ ჰარცელი : იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით მიდის

ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას.

სტოლტენბერგის ვიზიტი იმ მნიშვნელოვან წვრთნებს ემთხვევა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ევროკავშირი მხარს ნამდვილად უჭერს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას. ვფიქრობ, ეს ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ნატო-სა და საქართველოს შორის, რომელიც ისედაც არსებობს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ და მხარი ძალიან მყარად დავუჭიროთ“,- განაცხადა ელჩმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგი ოფიციალურ ვიზიტებს თბილისში დღეს მართავს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის, მეზობელმა რა უნდა გააკეთოს
შემდეგი სტატიაარასამთავრობოთა ნაწილი მთავრობას ანაკლიის პორტის მშენებლობაში მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივით მიმართავს