კარლ ჰარცელი : დაძაბულ პოლარიზებულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის საქმეების გამოძიება, როგორიც ია კერზაიას საქმეა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 3, 2019 11:58

კარლ ჰარცელი : დაძაბულ პოლარიზებულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის საქმეების გამოძიება, როგორიც ია კერზაიას საქმეა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. ჰარცელმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარების მიმართვის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რომელშიც კერზაიას საქმეზე არის საუბარი.

„ამ დაძაბულ პოლარიზებულ გარემოში და მით უმეტეს, არჩევნებთან მიახლოებულ პროცესში ასეთი ტიპის საქმეების გამოძიება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ფაქტი ტრაგიკული იყო“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია „ფეისბუქში“ წერს, რომ თერთმეტმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართეს, რომელშიც ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, წერილს ხელს აწერენ ანა გომესი (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens, EFA), ნატალი გრისბეკი (ALDE), ჯული უორდი (S&D), ალინ სმითი (Greens, EFA), ტანია გონსალეს პენია (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია (EPP), ჟან ლამბერტი (Greens, EFA).

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 3, 2019 11:58

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,579
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics