კარლ ჰარცელი : ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება საქართველოში არჩევნები

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკოსების მხრიდან ისმის. მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ პარტიებმა “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს.

“ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვეცნობით იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან ისმის. ასევე ხელისუფლებასთანაც ვთანამშრომლობთ. ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება ამ სფეროში. ძალიან კარგი იყო, როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა და ასევე პარტიებმა ხელი მოაწერეს “ეთიკის კოდექსს”. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება ეს არჩევნები”,-განაცხადა ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიმეც აუცილებლად დამაკავებენ – მიხეილ რამიშვილი
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი : იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, ინფორმაციის უსაფრთხოება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს