კარლ ჰარცელი – ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება

ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი არის ის, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„მე არ მაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პირველწყაროდან, ასევე არ ვარ ექიმი, რომ სწორი შეფასება გავაკეთო. მაგრამ შეშფოთებული ვარ ბოლო დროს მიღებული ცნობებით, მათ შორის სამედიცინო ექსპერტებისგან, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი არის ის, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, არა როგორც პოლიტიკური არჩევანის საკითხზე, არამედ როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების საკითხზე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ბრალდებებით, რაც უკრაინიდან ისმის, უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადების დამაჯერებლობას აზიანებენ