კარლ ჰარცელი : ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, კარგად იყოს აღწერილი ფაქტები და არსებობდეს სრული სურათი, რათა სწორად მოხდეს შეფასება

ევროკავშირის მისიისთვის ნათელია, რომ საქართველოში ძალიან უსიამოვნო ფაქტები და მოვლენები განვითარდა, არასასიამოვნოა, რომ ადამიანებს მიადგათ როგორც ფსიქოლოგიური ისე ფიზიკური ზიანი და ამას სჭირდება რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, კარგად იყოს აღწერილი ფაქტები და არსებობდეს სრული სურათი, რათა სწორად მოხდეს შეფასება.

„მისასალმებელია, რომ არის გამოძიების მზადყოფნა. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, კარგად იყოს აღწერილი ფაქტები და არსებობდეს სრული სურათი, რათა სწორად მოხდეს შეფასება. ძალიან სასიამოვნოა თავიდანვე ომბუდსმენის ჩართულობა, რადგან იმისთვის, რომ სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, აუცილებელია გამჭირვალობა და ჩვენც ამას ხელს შევუწყობთ. აზრის გამოხატვა თავისუფალია კონსტიტუციის ფარგლებში და ეს უდავოა, მაგრამ აქ საუბარია პასუხისმგებლობის საკითხზე. ჩვენ ვმუშაობთ კონტექსტზე, ვცდილობთ აღვადგინოთ კონტექსტი, რომელშიც ეს მოვლენები მიმდინარეობდა, ყველა ფაქტი იყოს აღრიცხული და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ“, – განაცხადა კარლ ჰაცელმა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მიესალმება „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

„ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სწორედ ის გამაერთიანებელი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მოვუწოდებთ მხარეებს, დაიწყოს საუბარი იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის სიტუაცია იყოს მომზადებული ყველა მხარის მონაწილეობით და ჩართულობით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიურჩი დეპუტატებისგან განმარტებებს ივანიშვილი დღეს მოისმენს – უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე განცხადებას ავრცელებს