კარლ ჰარცელი – არჩევნების კონტექსტში საჭიროა ჯანდაცვის სიტუაციის გათვალისწინება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გამართულ შეხვედრას სასარგებლოს უწოდებს.

„ვიცი, რომ საქართველოში საუბარი მიმდინარეობს ჯანდაცვის საკითხებზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მეორე ტალღის შემთხვევაში, არჩევნების თარიღზე და ასე შემდეგ. შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო.

ჩვენი გზავნილი ნათელია, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ასპექტების გათვალისწინება, რადგან არჩევნების კონტექსტში საჭიროა ჯანდაცვის სიტუაციის გათვალისწინება. ბევრი საკითხი, რაც ასევე მოვისმინეთ პრეზენტაციაზე, არის ტექნიკური ხასიათის, რომელიც შეიძლება, უფრო ადვილად შეთანხმდეს ყველა მხარის მიერ“,- აღნიშნა ჰარცელმა.

ამასთან, ჰარცელის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს, რომ სხვადასხვა მიმართულებით სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, შეიძლება საუკეთესო გამოსავალი მოიძებნოს.

„ამავე დროს, იყო საკითხი, რომელზეც ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ, რომ არის თემები, რომელიც შეიძლება დანახულ იქნას პოლიტიზებულად. პოლიტიზაციის შესახებ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, შეიძლება იყოს შეკრების უფლება, კამპანიის წარმოება, უფრო მეტიც, არჩევნების თარიღზე ან საგანგებო მდგომარეობაზე, შეიძლება გაკეთდეს საუკეთესო რამე და სწორედ ესაა ჩვენი რჩევა.

შეიძლება იყოს ინკლუზიური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან მმართველი პარტია და ოპოზიცია, არასამთავრობოები და ასევე ჯანდაცვის ექსპერტები“,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაში“ანა დოლიძეს უნდა გაეკეთებინა არჩევანი”-ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძეს უპირისპირდება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ვგეგმავთ, კონსულტაციებით მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების დროს დაიცავს მოქალაქეებს კოვიდინფექციისგან