კარლ ჰარცელი – 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელება იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს აღიარებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს კარლ ჰარცელს შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ აქტიური კოორდინაცია, როგორც ევროკავშირთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან საბჭოს რეკომენდაციების აღსრულების მიმართულებით.

„ეს-ესაა შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა გუშინ, ბრიუსელში, სადაც საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებიც უსაფრთხო ქვეყნებად აღიარეს. ეს მიღწევა ნამდვილად მისალოცია საქართველოსთვის და წარმოადგენს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს აღიარებას, რომელიც საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „კოვიდ-19“-თან გამკლავების თვალსაზრისით გაწია.

რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი აქტივია საქართველოსთვის, რომელსაც ის უნდა ეყრდნობოდეს, მაგრამ ამავდროულად, ისიც ცხადია, რომ ჩვენ ყველა მხრიდან მოვითხოვთ შემდგომ მუხლჩაუხრელ მუშაობას. ჩვენ უწვეტ რეჟიმში ვიმუშავებთ სამინისტროსთან და სხვადასხვა სამინისტროებთან, რათა ვუზრუნველყოთ პოტენციალის სრული რეალიზება.

ეს ნიშნავს მუშაობას როგორც ბრიუსელში, ისე ევროკავშირის დონეზე, ასევე სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებთან როგორც აქ, ადგილობრივად, რომელსაც მე წარვუძღვები, ასევე ბრიუსელში და შესაბამისი ქვეყნების დედაქალაქებში.

ასე რომ, ჩვენ უამრავი სამუშაო გვაქვს გასაწევი, თუმცა საქართველოს ძალიან კარგი პოზიცია აქვს, საიდანაც უნდა დაიწყოს ეს პროცესი. დღეს ჩატარებული კონსულტაციებიც იმ რთული სამუშაოს ნაწილია, რომელიც წინ გველოდება“,- განაცხადა კარლ ჰერცელმა.

banner
წინა სტატიაში“კვოტირების თემაზე შალვა ნათელაშვილის ლექსიკით საუბარი მიუღებელია”
შემდეგი სტატიაპანდემიამდე თურქეთში დასაქმებულმა პირებმა ხელვაჩაურში საზღვრის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს