კარლ ბილდტი: არავინ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის არც მე

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ მოხდინა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არავინ ენდობა.

“მიხეილ სააკაშვილი ძლიერი ფიგურაა, მას ძლიერი იდეები აქვს და ის აქტივისტია. ვნახავთ რას იზამს მომავალში. ის იდეების ძალიან ძლიერი ჩემპიონია. ეს იდეები შეიძლება იყოს ანტიკორუფციული, დაკავშირებული დემოკრატიასთან ან სხვა რამ, ასე რომ ვნახოთ. რაც შეეხება პოროშენკოს, მნიშვნელოვანი იყო, რომ მან უარი თქვა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე და მე ვეთანხმები ამაში, რადგან არავინ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის არც მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ეს ცუდად მეტყველებს საქართველოზე,“-განაცხდა კარლ ბილდტმა

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა კიევში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპიდან პირდაპირი ეთერით მიმართა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენაში მონაწილეობის საკითხს ზაალ გოგსაძე გამოეხმაურა