კარლ‭ ‬ჰარცელი წყალტუბოში იმყოფება-

საქართველოში ევროკავშირის‭ ელჩი‭ კარლ‭ ‬ჰარცელი წყალტუბოში იმყოფება, სადაც საქართველოს‭ რეგიონებისათვის‭ ევროკავშირის‭ მიერ‭ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად, ევროკავშირის მხარდაჭერით 2020 წელს შექმნილ‭ ‬წყალტუბოს‭ ‬ადგილობრივი‭ ‬ ‭განვითარების‭ ‬ჯგუფის‬ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა თეთრი მღვიმის ტერიტორიაზე გაიმართა.

ასევე, ელჩი ჰარცელი იმ ‭ადგილობრივებს შეხვდა,‬ რომლებმაც‭ ევროკავშირის‭ ‬დაფინანსება‭ ‬მიიღეს‭.‭

წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფში გაერთიანებულია 230 ადამიანი. იგი ერთ-ერთია ევროკავშირის‭ ‬ მიერ‭ ‬ საქართველოში ‭ ‬მხარდაჭერილი ‭ ‬12 ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავამ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 27 წლის იუბილე მიულოცა
შემდეგი სტატია“პოლიტიკური შანტაჟი”- თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე