კარინ ჟან-პიერი – აშშ მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რათა აღკვეთოს უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა

აშშ მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რათა აღკვეთოს უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა აღვკვეთოთ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინიდან მოიპარეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამასთან, კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მისი დემოკრატიის დაცვაში.

„არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გზების პოვნის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი – აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც ტერიტორიის დასაცავად სჭირდება
შემდეგი სტატიადღეიდან ევროკავშირმა სამი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშა