კარინ ჟან-პიერი – აშშ მტკიცედ გმობს მოსკოვის მახლობლად მომხდარ ტერაქტს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მტკიცედ გმობს“ მოსკოვის მახლობლად მომხდარ ტერაქტს.

ჟან-პიერის თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ არის საერთო ტერორისტული მტერი, რომელიც ყველგან უნდა დამარცხდეს.

„ჩვენ ვუსამძიმრებთ მათ, ვინც დაკარგეს ახლობლები და მათ, ვინც დაშავდნენ ან დაზარალდნენ ამ სასტიკი თავდასხმების შედეგად უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი
შემდეგი სტატია„ბიბისი“ – „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის ორი მონაწილე მოკლულია