„კარი შემოგვიმტვრია რუსეთმა. შიგნიდან თუ გაუღეს ამათმა კარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი” – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც ამბობს, რომ ჰააგაში, სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წიგნი გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ. ვოლსკის თქმით, „ეს არის უზნეობა, რადგან სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა“.

„კარი შემოგვიმტვრია რუსეთმა. შიგნიდან თუ გაუღეს ამათმა კარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. განა შეიძლება ავიტანოთ ამდენი ტყუილი?! მე ამ ადამიანებს ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ კომპეტენცია არ ყოფნით. ზუსტად იციან რა მოხდა. კანდიდატი ვეღარ იგერიებს ამ შემოტევას, რადგან მის გარდა არც ერთი სხვა კანდიდატი არ ერიდება, რომ ყველამ გაიმეოროს ის რიტორიკა, რაც ესმით „ნაციონალური მოძრაობისგან“. ეს არის რეალობა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, კარგად შეაფასოს რა მოხდა რეალურად, ვინ იყო ამის შემოქმედი, დამგეგმი და განმახორციელებელი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის განცხადება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასია
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე არჩევნების მეორე ტურს განიხილავენ