გიორგი მარგველაშვილი:კარი როდის გაიჯახუნეს, არ ვიცი

რესპუბლიკური პარტიისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დღეს 21:00 საათზე გაიმართება

margvelashvili“კარი როდის გაიჯახუნეს, არ ვიცი,” – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კოალიცია ქართული ოცნებიდან რესპუბლიკური პარტიის გასვლას. მეტიც, მარგველაშვილი ამბობს, რომ კოალიცია ერთად მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას თუ ცალცალკე, ეს მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

რუსთავი2-თან ინტერვიუს დროს გიორგი მარგველაშვილმა კონკრატულად არ შეაფასა არც პარლამენტის თავმჯდომარისა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის, განცხადებები და არც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე კომენტირება ისურვა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ 2014 წლის შემდეგ ქართულ ოცნებასთან მისი ურთიერთობა “ერთ რეჟიმში მიმდინარეობს” და აღნიშნავს, რომ “პოლიტიკაში მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი პიროვნული ელემენტი შემოვიდა”.

“არ ვაპირებ, ცალკე უსუფაშვილის და კვირიკაშვილის განხილვას. მე მგონია, რომ კოალიციურად არჩევნებამდე მისვლა პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა, ისეც და ასეც შეიძლება ყოფილიყო. ეს თემა ჩემთვის აქტუალური არ არის. ვერ დავადგინეთ, როდის გავიდნენ. კარი როდის გააჯახუნეს, არ ვიცი. ჩემთვის მისაღებია რესპუბლიკელების გასვლაც, თავისუფალი დემოკრატების გასვლაც, ან კოალიციის შენარჩუნებაც. ოცნებასთან ურთიერთობა 2014 წლის შემდეგ ერთ რეჟიმში მიმდინარეობს. მე ვცდილობდი, თანამშრომლობა გვქონოდა პრინციპების მიმართ და ინსიტუტები გაძლიერებულიყო. ეს კი რეალურად, თქვენც კარგად იცით, ვერ მოხდა. ბევრი პიროვნული ელემენტი შემოვიდა პოლიტიკაში. 2014, 2015, 1016 წლებში ეს სულ იყო,” – აცხადებს მარგველაშვილი.

https://youtu.be/YuEwG-xAiKA

banner
წინა სტატიაში(video) პრეზიდენტს ოცნების საარჩევნო სიაში ქალთა დიდი რაოდენობა მოსწონს
შემდეგი სტატია(video) საკითხი, რომ არჩევნებს ებმის ვიზალიბერალიზაცია, არავის დაუყენებია- პრეზიდენტი