“კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს, მოეშვით. უხერხულია, საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი და ყვავილი და ადამიანებს არ აცდით გლოვას” – ასე უპასუხა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ TV პირველის კითხვას, რომელიც მეუფე ისაიასთან და სინოდის სხვა წევრებთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის განცხადებებს ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ჯერ კიდევ პატრიარქის დაკრძალვამდე არიგებდა წმიდა სინოდს, ვინ უნდა აირჩიონ პატრიარქად. 24 მარტის გადაცემაში კი, მოსაყდრე შიოს კონკურენტების მოღალატეებად შერაცხვაც დაიწყო.
“ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა [მოსაყდრე] შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები” – ამბობს ოცნების პროპაგანდისტი თავის გადაცემაში.















