“კარგია, რომ ხელისუფლება გატყდა… უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი, მაგრამ გახარიამ ექვსი თვე აყურყუტა”

ენით აღუწერელი უკანონობა ჩაიდინა ხელისუფლებამ ველისციხეში გახარიას დავალებით – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დავით კირკიტაძის საქმესა და მის გათავისუფლებას.

მისი თქმით, კირკიტაძის მიერ ჩადენილი დანაშაული მისთვის განსაზღვრული ექვსთვიანი პატიმრობის პროპორციული არ იყო და მისი პატიმრობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

„პირველივე დღიდან ვსაუბრობდით,რომ როგორც მინიმუმ სასჯელი იყო დისპროპორციული. ამავე საქმეზე სხვა ადამიანიც იყო დაკავებული ,რომელიც ორ დღეში გაათავისუფლეს. მაგრამ კირკიტაძე ჩასვეს, ჩასვეს იმიტომ რომ იცოდნენ კირკიტაძის პოლიტიკური ფასი.

ველოდებოდით უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი, მაგრამ გახარიამ ექვსი თვე აყურყუტა კირკიტაძე იქ სადაც არ უნდა ყოფილიყო. ვერ გაუძლო გახარიას ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ექვსი თვის განმავლობაში შავზე იძახა თეთრიო. თუ რამე იყო დანაშაული, ის იყო დანაშაული რაც გაგვიკეთეს, კარგია, რომ ხელისუფლება გატყდა,“-განაცხადა მელია.

ნიკა მელია მამუკა მდინარაძის განცხადებასაც გამოეხმაურა. მდინარაძემ სესიაზე განაცხადა, რომ კირკიტაძემ დანაშაული აღიარა და „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ დევნილად არასამართლიანად მიიჩნევდა.

მელია მდინარაძეს ურჩევს სწორად გაიგოს ოპონენტების განცხადებები და გზავნილები. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმას ამბობდა, რომ კირკიტაძისთვის განსაზღვრული სასჯელი დისპროპორციული იყო.

„არ გრცხვენია?- მდინარაძეს მივმართავ, ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით არის ის, რომ თქვენ ხართ მსახური ერთი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც არაფრად მიაჩნია სისხლის სამართლის კოდექსი, კონსტიტუცია, საერთოდ წესი და რიგი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დისპროპორციულია სასჯელი, კირკიტაძე არ უნდა გყავდეს ციხეში ჯაჭვით რომ სცემს მოქმედ სპორტსმენს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ტატამზე და გირაოთი უშვებ. ენას კბილი დააჭირეთ, სანამ რამეს იტყოდით“-განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიბახტაძე სალომე სამადაშვილს – თქვენ მიერ ნახსენებ ადამიანს დიდი დრო ჰქონდა, რომ თუ რამის თავი ჰქონდა, გარეჯის საკითხი დაერეგულირებინა ისე, როგორც საჭიროა
შემდეგი სტატია“თუ რამის თავი ჰქონდა დაერეგულირებინა…” – ბახტაძე სააკაშვილზე