„კარგია რომ ენმ-ს ლიდერმა თავი დაანება ლანძღვას”-“ევროპული საქართველო” სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 29, 2018 19:00

„კარგია რომ ენმ-ს ლიდერმა თავი დაანება ლანძღვას”-“ევროპული საქართველო” სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

„კარგია რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თავი დაანება ლანძღვასა და საზიზღარი ბრალდებების სროლას “ევროპული საქართველოს” მიმართ,“ – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს მიხელ სააკაშვილის განცხადებას გიგი უგულავას არჩევნებში დამარცხებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა და „ევროპულმა საქართველომ“ სხვადასხვაგვარად აღიქვეს ის მოვლენა, რაც გუშინ საარჩევნო უბნებზე მოხდა.

მაგრამ ის კომენტარი მაინც გვაჩვენებს, რომ ჩვენ განსხვავებული დასკვნები გავაკეთეთ გუშინ ხონსა და ვანში ჩატარებული არჩევნების შემდგომ. ჩვენ გვგონია, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება საარჩევნო უბნებზე, ოპოზიციური პარტიების მუშაობა უშუალოდ ამომრჩეველთან და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არის ის ერთადერთი გზა რომელიც გამოადგება ჩვენს დემოკრატიასა და ჩვენს კეთილდღეობას. თანამშრომლობაზე საუბარი კარგია, მაგრამ უკეთესია რეალურად თანამშრომლობა როცა შედგება და ამ გზაზე ერთმანეთისთვის გაყიდულების ძახება არის სრულიად არასწორი და გაუგონარი რამ,“-განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ვანისა და ხონის არჩევნებში გიგი უგულავას დამარცხებასთან დაკავშირებით განცხადება „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. მან ყოფილი თანაგუნდელის წაგების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება თუ „ევროპული საქართველოს“ ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციასთან ერთად იბრძოლებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 29, 2018 19:00

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics