“კარგი მსუყე ბიზნესი კი აიწყვეს პატივცემულმა აბაშიძე-კარასინმა”-ბრეგაძე დიპლომატების შეხვედრაზე

“კარასინ-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ ზარ-ზეიმით გამოაცხადეს რომ რუსეთის ვიზების ცენტრი რუსული კულტურის ოფისს ხსნის !!! საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს,რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ერთადერთი შედეგი არის რუსეთის სავიზო ცენტრი,რომელიც ჩვეულებრივი კორუფციული ფულის საჭრელი მანქანაა და მილიონებს შოულობენ მოსახლეობისთვის ვიზების გაცემაზე !!!

როგორც ირკვევა- ამ მილიონიან ბიზნესს სწორედ აბაშიძე-კარასინის ოჯახის წევრები კურირებენ და მილიონებს ითვისებენ ვიზების მომსახურეობაში !!! ასე რომ უკვალოდ არ ჩაუვლია აბაშიძე-კარასინის ფორმატს,მართალია საქართველოსთვის ამას არაფერი შედეგი არ მოუტანია,თუმცა სამაგიეროდ კარგი მსუყე ბიზნესი კი აიწყვეს პატივცემულმა აბაშიძე-კარასინმა !!! როგორც ამ საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს,წელიწადში ამ ბიზნესიდან 10 მილიონამდე მოგება რჩება ანუ თვეში დაახლოებით მილიონი სუფთა მოგება !!!

ალბათ ძნელი მისახვედრი არაა,რომ ეს ფორმატი არაფერ სასიკეთოს არ აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და მხოლოდ კერძო-კომერციულ ინტერესებს ემსახურება !!!”-წერს სანდრო ბრეგაძე

banner
წინა სტატიაშიეროვნულ ბიბლიოთეკასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
შემდეგი სტატიაჰარცელია-მნიშვნელოვანია, განიხილებოდეს გერმანული მოდელი