კარგი ამბებია თბილისისთვის

კარგი ამბებია თბილისისთვის – ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ევროკავშირის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრები დღეს იმ ათი ქვეყნის პროგრესის განსახილველად შეიკრიბებიან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე კრევო-ასათიანი: დღეს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას ველოდებით
შემდეგი სტატიაწილოსანი:”ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის!!!”