„კარგად მოიკითხეთ, სასამართლო სისტემაში როგორ იღება მოსამართლეების დაკეტილი კაბინეტები და რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის ბრალდებებს ​სასაცილოს უწოდებს.

საუბარია სულხან სალაძის დღევანდელ განცხადებაზე, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობისას გააკეთა: „კარგად მოიკითხეთ, სასამართლო სისტემაში როგორ იღება მოსამართლეების დაკეტილი კაბინეტები და რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში. ამაზე მოსამართლეები საუბრობენ“.

გიორგი მიქაუტაძე ირწმუნება, რომ მსგავსი ინფორმაცია პირველად ესმის და შესაბამისად, პასუხი არ აქვს.

„რა გიპასუხოთ, პირველად მესმის, რასაც ახლა მეუბნებით. თავად სულხან სალაძეს უნდა ჰკითხოთ. ცოტა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაში,,საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო სრულიად ახალი, თანამედროვე წესი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ”
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა