კარგად მოემზადეთ, ომი ჯერ მხოლოდ იწყება – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გაანადგუროს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.

„ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გაანადგუროს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. სამწუხაროდ, ფასის გადახდა მოგვიწევს.

კარგად მოემზადეთ, მზად იყავით – ფიზიკურად და მენტალურად, აღჭურვილობითა და საშუალებებით. ველზე გავალთ და „ჰამასს“ გავანადგურებთ. პირდაპირი მნიშვნელობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არსებობა არ შეგვეძლება“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

banner
წინა სტატიაშირუსებმა 11 „შაჰიდი“ გაუშვეს, საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩამოაგდო – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიაპენტაგონის ცნობით, ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმებისას 20 ამერიკელი სამხედრო დაშავდა