კარგად გრძნობს თავს და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას – ნიკა სიმონიშვილი ნიკა გვარამიას შეხვდა

საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ დღეს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეხვდა.

დღეს შეხვედრა მქონდა ნიკა გვარამიასთან პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი, როგორც პოლიტიკური პატიმრის უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც.

მასთან საუბრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ კარგად გრძნობს თავს და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. პატიმრობისას უფლებებით სარგებლობაზე პრობლემები არ ჰქონია.

ჩვენ გავაგრძელებთ როგორც სასამართლო პროცესის, ისე მისი უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს, – წერს ნიკა სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშიფინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი წარმატებულად წარიმართა, ფინური მხარისგან მივიღეთ დაპირება, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას აქტიურად დაუჭერენ მხარს – სამხარაძე
შემდეგი სტატიათუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ან არ ხედავს ქვეყნის მთავარ პრობლემას არაფორმალური მმართველობის სახით, მთელი მისი გამოსვლა ყოველგვარ აზრს და ძალას კარგავს – ვაშაკიძე