კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით, უკვე ისე ხართ აკანკალებული – ირმა ინაშვილი გიგა ბოკერიას მიმართავს

„ამ დარბაზში „ქართული ოცნება“ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რაც დღეს ხდება? მორალური პასუხისმგებლობა გაქვთ თუ არა იმის გამო, რომ ეს კომისია ჩააბარეთ არაერთ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილ თუ პირდაპირ მხილებულ ადამიანებს?,“- ამ კითხვით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა მმართველ გუნდს მიმართა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს.

ირმა ინაშვილმა კომისიაში „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გააპროტესტა და განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული დასკვნა მიუღებელია.

დეპუტატმა ასევე კონკრეტულად საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას მიმართა.

„მკვლელობის საქმეს რომ იძიებდეს კონკრეტული პირი, უნდა ჰქონდეს თუ არა მას ამ მკვლელობის გამოძიების მორალური უფლება? იგივე ბატონ ბოკერიას, ცალი თვალით რომ მიყურებს აქ, კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით, უკვე ისე ხართ აკანკალებული და გააგრძელეთ ეს კანკალი, იმიტომ, რომ 280 ათასზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენი საქმის აღძვრის და გამოძიების დაწყების და თქვენი დაპატიმრების მოთხოვნით. სულ ტყუილად იღიმებით. მე ბატონო გიგა, მაშინ დავამთავრებ გამოსვლას და საზეიმო ნოტაზე, თქვენ რომ წაბრძანდებით მატროსოვზე,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყველა ჩანაწერთან, ყველა განცხადებასთან დაკავშირებით დეტალურად უნდა მოხდეს გამოძიების წარმოება
შემდეგი სტატიაარ მივიღებთ “ქართული ოცნების” დადგენილების განხილვაში მონაწილეობას – “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა