კარელიაში ბოლო მონაცემებით 15 ბავშვი დაიხრჩო

კარელიაში ბოლო მონაცემებით 15 ბავშვი დაიხრჩო

8დღეს, კარელიას ტბაში დამხრჩვალი ბავშვების ტრაგიკულ ისტორიაზე ადგილობრივი მედია დაწვრილებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, საბავშვო ბანაკში ბავშვთა სახლების აღსაზრდელები ისვენებდნენ, ძირითადად მოსკოვიდან.
ადგილობრივი ნატალია სტოლიაროვას თქმით, ბავშვების ძებნის დაწყებიდან რამდენიმე ხანში 10 გაყინული მოზარდი იპოვეს, დაახლოებით 13 წლის და ორი ინსტრუქტორი. ბავშვები ტურისტულ კომპლექსში გადაიყვანეს, მათ ცხელი სუპი დაალევინეს და ცხელ აბანოში შეიყვანეს. ისინი, ვისი გადარჩენაც ვერ შეძლეს, სიცივისგან მოკვდნენ.

ერთ-ერთი გადარჩენილი გოგონა ამბობს, რომ ნავი გუშინ, ადგილობრივი დროით 16.30 წუთზე გადატრიალდა. მისი თქმით, ორივე ნავი შტორმში მოყვა, რომლის შემდეგაც ერთ-ერთი ჯგუფი ჩანჩქერისკენ გადაისროლა ტალღამ.
გოგონა 19 ივნისს ნაპირზე გამორიყა წყალმა. ის გრძნობადაკარგული იყო. გარკვეული ხნის შემდეგ, როცა მას ცნობიერება დაუბრუნდა, გოგონა სოფელ კუდამას მიმართულებით წავიდა. გზაში ის ერთ ბიჭს შეხვდა, რომელიც თავიდან ბოლომდე სისხლში იყო მოსვრილი და ვერ მოძრაობდა. მან ბიჭი დატოვა, ადგილი დაიმახსოვრა და სოფელში ხალხის დასაძახებლად გზა გააგრძელა. ადგილობრივებმა მაშველებს დაურეკეს – ამბობენ სამართალდამცველები.

ბავშვთა ბანაკ “სიამოზეროზე” ადრე მშობლები ჩიოდნენ. საჩივარი უსაფრთხოების ადგილობრივმა კომისიამ განიხილა და ბანაკს მუშაობის გაგრძელების უფლება მისცეა.

დაშავებული ბავშვებიდან 5 სტრესისა და მძიმე ტრავმების გამო ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი – რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე მომენტში ბანაკში დარჩენილი ბავშვების ევაკუაცია მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(video) საერთაშორისო ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი საიდუმლო კომპანია აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია(video) სუს-ის მაღალჩინოსნის ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების აქამდე უცნობი დეტალები