კარდინალთა კონკლავმა რომის ახალი პაპი აირჩია

ვატიკანში სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ კარდინალთა კონკლავმა რომის ახალი პაპი აირჩია.

შეკრებილმა 133-მა კარდინალმა რომის ახალი პაპი მეოთხე კენჭისყრის დროს აირჩია.

ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს დაკრძალეს. ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.

banner
წინა სტატიაშიბელარუსი აქტივისტი, დმიტრი გრინკევიჩი, საქართველოში არ შემოუშვეს
შემდეგი სტატიარომის პაპი ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა