“კარასინს პრაღაში უნდა გასცემოდა ის პასუხი, რისი გაკეთებაც აბაშიძის ხელმძღვანელს მოუხდა”

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ გრიგორი კარასინს პრაღაში უნდა გასცემოდა ის პასუხი, რომლის შესახებაც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოგვიანებით ისაუბრა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

“მოვისმინეთ ბატონი ზურაბ აბაშიძის საგანგებო ბრიფინგი. მინდა, გამოვეხმაურო იმ პოლემიკას, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის განცხადებას, თუ რა პასუხი უნდა გასცემოდა კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ჩვენ ვთვლით, რომ კარასინს ადგილზე უნდა გასცემოდა ის პასუხი, რაც შემგდომში მოუხდა აბაშიძის უშუალო ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საქართველოდან”,-აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის ფორმატს, ფხალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრაღის ფორმატის დაზუსტებას საჭიროდ მიიჩნევს.

ამასთან, ფხალაძემ დაადასტურა, რომ ჰქონდა კონსულტაციები ზურაბ აბაშიძესთან.

„ბუნებრივია, იმ თემებზე არ გვისაუბრია, რა განცხადებებიც გააკეთა კარასინმა, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ამ განცხადებებზე ადეკვატური პასუხი ადგილზე უნდა გაეცა ზურაბ აბაშიძეს“,-აღნიშნა ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაში(video) „ქრონიკა +“-ის რედაქტორი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ თბილისს “ანტირუსული გამოხტომების” მკვეთრ გააქტიურებაში ადანაშაულებს