კარასინმა ფაქტობრივად კიდევ ერთხელ თითი დაუქნია ჩვენს ქვეყანას – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოს კიდევ ერთხელ დაუქნია თითი, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან სხვადასხვა ფორმატში არსებული მოლაპარაკება შეწყვიტოს, ის არსებულ ფორმატებში შეხვედრებს აგრძელებს.

„რუსეთი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დახმარებით, რეალურად ცდილობს სწორედ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას – ეს შედის მათ სტრატეგიულ ინტერესებში. კარასინმა ფაქტობრივად კიდევ ერთხელ თითი დაუქნია ჩვენს ქვეყანას რომ ეს არის მათთვის წითელი ხაზი ისევე როგორც ნატოში გაწევრიანება. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ საქართველოს ხელისუფლება თუ ის იცავს ამ ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს ჩვეულებრივ რეჯიმში აგრძელებდეს ამის შემდეგ,თუნდაც იგივე კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს და ისევ საუბრობდეს რუსეთთან დათმობის პოლიტიკაზე,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაში„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, მოვუწოდებთ საელჩოებს ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს“ – საპატრიარქო ლგბტქი პრაიდის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიახელისუფლება რუსეთთან ქედის მოხრით არ საუბრობს – გია ვოლსკი