კარასინმა და აბაშიძემ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან დიალოგში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების საკითხები განმარტა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას ასევე განიხილეს სხვა საკითხებიც, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშითამაზ ხუბუა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი დააკავეს