“ვეთანხმები საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ არის მხოლოდ საბაბი რუსეთთან მეორე ფრონტის გასახსნელად. ეს გამოვლინდა 2022 წლის დასაწყისიდან, როცა დასავლეთი ღიად გადავიდა რუსეთის წინააღმდეგ მასირებულ შეტევაზე – ჩვენი ქვეყნის მაქსიმალურად დასასუსტებლად. საკმაოდ საფუძვლიანი განცხადებაა პრემიერისა იმაზე, რომ ეს ინტერესი არსად წასულა. გასაგებია, რომ აქ საუბარია რუსეთის პოზიციებზე მორიგ თავდასხმაზე. რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია”, – აცხადებს კარასინი.
აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს