კარასინი: რუსეთსა და საქართევლოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოლოდინი ჯერჯერობით არ ღირს

თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ათი წლის წინ გაწყდა, ისევ მწვავედ დგას და მისი მალე მოგვარების მოლოდინიც არ ღირს – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში 1 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან განაცხადა.

“ამ პროცესში სწრაფი განვითარების პროგნოზს ვერ გავაკეთებ. კარგად ვიცით ქართული მხარის პოზიცია, რომელმაც ჩვენთან ურთიერთობა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკების აღიარების შემდეგ გაწყვიტა” – თქვა კარასინმა და დაამატა, რომ რუსეთი აღნიშნული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქვას არ აპირებენ, თბილისი კი, შესაბამისად, საკუთარ პოზიციაზე დგას, ამიტომ, დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული თემა არ განიხილებოდა.

ამავე დროს, კარასინის განმარტებით, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში პრაქტიკული სფერო საკმაოდ რიტმულად ვითარდება. “მაგრამ, ჩვენ, ცხადია, უხერხულობას გვიქმნის საერთოპოლიტიკური ფონი, რომელშიც ზოგჯერ საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან რუსეთის მისამართით არამეგობრული განცხადებები ისმის , მათ შორის, საერთაშორისო არენაზე. შემაშფოთებელი რჩება ნატოს აქტიურობები სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს როლი ამ აქტიურობებში. ამაზეც ვისაუბრეთ” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა ალი ბაბასა და 40 ყაჩაღის თანამედროვე ვარიანტი შექმნა (video)
შემდეგი სტატიარიტორიკულად ვიტყვი, რომ თუ დღეს ვინმე უნდა გადადგეს, ის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ისტერიკაში მყოფები კიოდნენ, ყველაფერი იუსტიციის მინისტრის ბრალიაო