კარასინი: მოსკოვი საბაჟოს შესახებ რუსულ-ქართული რეგულაციის რეალიზაციას იწყებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ერევანში ალექსანდრ გრიბოედოვის ძეგლის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას 30 იანვარს აღნიშნა, რომ სომხური საქონელბრუნვისთვის კიდევ ერთი დერეფანი გაიხსნება, რომელიც 2011 წლის რუსეთ-საქართველოს საბაჟო რეგულაციის მიხედვით სომხეთისთვის კიდევ ერთი დერეფანის გახსნის შესაძლებლობას იძლევა. “რუსეთი საბაჟოს შესახებ რუსულ-ქართულ რეგულაციას პოზიტიურად განიხილავს. ჩვენი მიზანია ჩვენს თავზე აღებული პასუხისმგებლობის რეალიზება მოვახდინოთ. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამმხრივი კომიტეტის პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შვეიცარია ფირმა SGS-ის სახით, რომელიც განახორციელებს კიდეც ამ პროექტს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად. ასეთი შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება. ჩანიშნულია დრო: თებერვალში, ჟენევაში. ამის შემდეგ ჩვენ ყველა მომდევნო ნაბიჯის ლოგისტიკას დავითვლით, პროექტის რეალიზებას დავიწყებთ” – კარასინის გამოსვლიდან ციტატას სომხური მედია აქვეყნებს.

ამავე დროს, მან აღნიშნა პრობლემები, რომელიც რეგიონშია პოლიტიკური კუთხით, მათ შორის, პოლიტიკურ სტატუსებთან დაკავშირებით. “ეს დელიკატური საკითხებია, რომელსაც ქართველებთან და შვეიცარიელებთან ერთად განვიხილავთ” – აღნიშნა კარასინმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში მოქალაქეებს აფრთხილებენ ღრმად არ ისუნთქონ – ანომალიური ყინვებია
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატს სიჩქარის გადაჭარბების გამო ციხეში აგზავნიან