კარაკასში, ვენესუელის პრეზიდენტის სასახლესთან სროლა იყო

კარაკასში, ვენესუელის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად ღამით სროლის ხმა ისმოდა, – ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.

ვენესუელის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დრონებს, რომლებიც „ნებართვის გარეშე დაფრინავდნენ“.

„კონფრონტაცია არ მომხდარა და მთელი ქვეყანა სრულიად მშვიდია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა „სიენენს“ განუცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციას, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ს ამ სროლებთან კავშირი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ორბანი მიგრანტთა ბანაკების შექმნასთან დაკავშირებით ბრიუსელის სურვილის წინააღმდეგია
შემდეგი სტატია“ვენესუელაში რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს” – შალვა პაპუაშვილი