კარაკასში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, IL-76 ჩაფრინდა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაქირავებული მებრძოლები და იარაღი გაგზავნა ვენესუელაში, რომელიც აშშ-სთან ომის ზღვარზეა — გუშინ კარაკასში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, IL-76 ჩაფრინდა.

▪️ გაფრენა მოსკოვიდან 22 ოქტომბერს განხორციელდა.

▪️ აღნიშნული ბორტი გზად დაეშვა ერევანში, ალჟირში, რაბატში, დაკარსა და ნუაქშოტში;

▪️ ის ავიაკომპანია, რომლის დაქვემდებარებაშიცაა აღნიშნული IL-76, უკვე სანქციების ქვეშაა- „ვაგნერის“ სასარგებლოდ ტვირთების გადაზიდვის, ასევე ვენესუელასა და აფრიკაში იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირების გამო.

რაზე მეტყველებს კრემლის ასეთი ქმედებები:

1. ან რუსეთიდან და აფრიკიდან ვენესუელისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდება ხორციელდება; ან

2. ყოფილ „ვაგნერთან“ დაკავშირებული დაქირავებული მებრძოლების აქტიური გაგზავნა ხდება.

🇺🇸თუ ამერიკელები განახორციელებენ სახმელეთო, ლიმიტირებულ სპეცოპერაციის სახის შეჭრას ვენესუელაში და თუ გუშინდელი “გადაზიდვა” იყო რუსეთის მხრიდან სწორედ ცოცხალი ძალის გაგზავნის ფაქტი, აშშ-ს სამხედროებს შეტაკება მოუწევს „ვაგნერელებთან”, რომლებსაც აქვთ ომის გამოცდილება აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში და აქტიურად იყენებენ FPV კამიკაძე დრონებს.

-ოთო კონჯარია, “ალფა სიხშირე”-

banner
წინა სტატიაში29 ოქტომბერს საქართველოში წვიმა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაSaab უკრაინაში ავიაგამანადგურებლების მწარმოებელი ქარხნის გახსნას გეგმავს