კარა-მურზას წერილი ციხიდან ნავალნის სიკვდილზე

ვლადიმერ კარა-მურზამ, რომელიც 25-წლიან სასჯელს ღალატის, სამხედრო „ყალბების“ და „არასასურველი“ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით იხდიდა, პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე ისაუბრა. კარა-მურზას სახელით პოსტი ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

”როდესაც ამას ვწერ, ჯერ კიდევ არ ვიცი, რამე დეტალი იმის შესახებ, რაც მოხდა ლაბიტნაგში, მაგრამ ერთი რამ ზუსტად და მტკიცედ ვიცი: ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინი ეკისრება, რადგან ალექსეი მისი პირადი პატიმარი იყო. მხოლოდ მისი პირადი ბრძანებით შეეძლოთ ემოქმედათ FSB-ს მე-2 სამსახურის მომწამვლელებს; გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომლებიც აფორმებდნენ საქმეებსა და სასჯელებს; ასევე, ციხის მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებმაც შექმნეს წამების პირობები“, – წერს კარა-მურზა.

პოლიტპატიმარმა სხვა მკვლელობებიც ახსენა, რომლებშიც პუტინი მონაწილეობდა – ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია და პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. ყარა-მურზას თქმით, პუტინი “სიკვდილს თან ატარებს თავისი ძალაუფლების 25 წლის განმავლობაში”.

კარა-მურზა ასევე, ახსენებს 1999 წლის სექტემბერში, საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებებს დუბროვკაზე, ბესლანის ტრაგედიას და ჩეჩნეთის ომებს. საქართველოს, სირიას და უკრაინას.

„ეს უნდა შეწყდეს და ეს მხოლოდ რუსეთის საზოგადოებას შეუძლია”, – ამთავრებს გზავნილს კარა-მურზა.

მანამდე ნავალნის სიკვდილზე ისაუბრა კიდევ ერთმა პოლიტპატიმარმა, პოლიტიკოსმა ილია იაშინმა, რომელსაც რვაწლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამხედრო „ფეიკების“ საქმეზე.

“ძნელია ჩემი შოკის გადმოცემა. ძნელია ჩემი აზრების შეგროვება. ტკივილი და საშინელება აუტანელია. და მაინც არ გავჩუმდები – ვიტყვი იმას, რაც მიმაჩნია მნიშვნელოვნად. ჩემთვის კითხვა არ არის: რა დაემართა ნავალნის. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მოკლეს“, – აღნიშნავს იაშინი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი – ავდეევკის ქაოსური დაცემის შემდეგ რუსეთი უკრაინაში წინსვლას გააგრძელებს