კარა-მურზა და მისი ოჯახი ბაიდენმა თეთრ სახლში მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა და მისი ოჯახი მიიღო.

ყოფილი პოლიტპატიმარი ვლადიმერ კარა-მურზა 1-ელ აგვისტოს, პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ის რუსეთში ქვეყნის ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

Amnesty International-მა კარა-მურზა სინდისის, “მემორიალმა” კი პოლიტიკურ პატიმარად აღიარა.

რუსეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეობის გარდა, კარა-მურზას აქვს ამერიკის მწვანე ბარათი.

banner
წინა სტატიაშისამთავრობო მედიის კვლევა: ოცნებას 59.3% მისცემდა ხმას, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელს – 13.1%
შემდეგი სტატიათიბისის პარტნიორი ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო სისტემების კომპანია „ჯიპიეს ჯორჯია“ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია