კაპიტოლიუმში შეჭრისთვის ვიკინგად წოდებული ენტონი ჩენსლი დააკავეს

აპიტოლიუმზე თავდასხმისთვის კიდევ ორი პირი დააკავეს, რომელთაგანაც ერთერთი ის მამაკაცია, რომელიც შენობაში რქიანი ჩაფხუტით და ამერიკის დროშის ფერებში მოხატული სახით შევიდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციის თქმით, დაკავებული არიზონას შტატში მცხოვრები ენტონი ჩენსლია, რომელიც კაპიტოლიუმთან პრეზიდენტი ტრამპის მოწოდებით მოვიდა.

“ჩენსლის თქმით, ის კაპიტოლიუმთან არიზონელი “პატრიოტების” ჯგუფთან ერთად მოვიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ყველა “პატრიოტს” მოუწოდა 6 იანვარს კაპიტოლიუმთან შეკრებილიყვნენ”, – ამბობენ ამერიკის ადვოკატთა ოფისში.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 90 მილიონს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაახალციხეში დაკარგული 17 წლის ბიჭი იპოვეს