კაპანაძე: თუ ოპოზიციიდან კიდევ ვინმეს დაიჭერენ, არ გაგვიკვირდება, მიჩვეულები ვართ

“ხელისუფლებამ დაიწყო ძალადობის ტალღის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მარნეულში მიმდინარე მოვლენები სწორედ ამის კარგი მაგალითია, ჟუნრალისტებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა, მათ შორის, ადგილზე ქართული ოცნების მაღალჩინოსნების უშუალო მონაწილეობით და კიდევ ვინმეს თუ დაიჭერენ ოპოზიციიდან, ნადდვილად არ გაგვიკვირდება, მიჩვეულები ვართ ამას.

მაგრამ, ეს ყველაფერ ერთი თვის ვადაშია, როდესაც ოცნება დამარცხდება, ეს ყველაფერი შეწყდება და ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, პოლიტიკური მიზნებისთვის, აუცილებლად დაისჯება. მნიშნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ არავის შერჩება ასეთი ტიპის ძალადობა. ჩვენი, ევროპული საქართველოს ამოცანაა, ამ არჩევნებით დადგეს ისეთი ცვლილებები, რომ აღარასდროს იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის არც ძალადობა, არც ადმინისტრაციული რესურსი და მით უმეტეს, არ ხდებოდეს შეტევა პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჟუნრალისტებზე. ”-
ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “დღეს-ხვალ უკვე ვიხილავთ ადმიანებს გისოსებს მიღმა”. 29 სექტემბერს მარნეულში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და პირველი არხის ოპერატორს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – არ ვიცი, წამოცდენა იყო, თუ რა, მაგრამ სააკაშვილს თურმე დავით გარეჯთან დაკავშირებით 70-80 მილიონი აქვს აღებული
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრები და მხარდამჭრები მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ