“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დარღვევებსა და გაყალბების მასშტაბებეზე ისაუბრა და ის გასული წლების არჩევნებს შეადარა.
კაპანაძის თქმით, 2020 წელს დრამატულად მეტი იყო დაუბალანსებელი ოქმების, ე.წ კარუსელების და ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა, ვიდრე 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებზე.
“უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო რიცხვები, არის გაზრდილი 2012 და 2016 წლებთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი 2020-ში.
ცარიელ კონვერტების რაოდენობა, რაც მიუთითებს კარუსელების არსებობას, არის გაზრდილი 300%-ით, სამჯერ, წინა არჩევნებთან შედარებით და ასევე 2012-თან შედარებითაც – დრამატული სხვაობაა, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რამდენიმე ერთეული შემთხვევა.
ასევე, ეფექტი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო ამ კარუსელების გამო, არის ასევე დრამატულად გაზრდილი, სამჯერ მეტი, დაახლოებით, საშუალოდ რომ ვთქვათ 210 000 ხმა შეიძლება ყოფილიყო და იყო ჩვენი დასკვნით გაკონტროლებული ამ არჩევნებზე”. – თქვა სერგი კაპანაძემ.