კაპანაძე: ოპოზიცია მზად არის განიხილოს ნებისმიერი წინადადება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის განიხილოს ნებისმიერი წინადადება სერიოზულად და კონსტრუქციულად, რომელიც შეეხება ახალ არჩევნებს, ხოლო სხვა ყველა წინადადებას ოპოზიციის მხრიდან ექნება მკაცრი უარი.

„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ დანიშნული არ არის, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ წინადადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი კონსულტაციები, ისევე როგორც ოპოზიციის შიგნით. ჩვენ მზად ვართ, რომ სერიოზულად განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება, რომელიც შეეხება არჩევნების ჩატარებას, მის ირგვლივ ნებისმიერ დეტალზე მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, ოღონდ, კარგად უნდა ესმოდეს ყველას და „ქართულ ოცნებას“ პირველ რიგში, რომ თუ ისინი აპირებენ, რომ წინადადება მოიტანონ სხვა საკითხზე, ისე რომ ეს არ ეხებოდეს არჩევნებს, ამაზე ჩვენგან იქნება ძალიან მკაცრი რეაქცია და ჩვენ ამას არ განვიხილავთ“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება”
შემდეგი სტატია5 დღე ვეხვეწებოდით კლინიკაში გადაყვანას: თეკლა თორდიას დედა