კაპანაძე: მივმართავ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ შედეგი, რომელიც სტრასბურგმა დააყენა, იქნას გამოყენებული სხვა ფორუმებზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ქართული ოცნების ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.
კაპანაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რომ ის ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე.
კაპანაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებას მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ეს შედეგი იქნას გამოყენებული სხვადასვხა ფორუმზე, მათ შორის:
პირველი, კაპანაძე მიმართვას ქართულ ოცნებას, აპირებს თუ არა ის, რომ საქართველოს დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მარლთმსაჯულების სასამართლოში.
მეორე, კაპანაძე განმარტებას თხოვს ქართული ოცნების ხელისუფლებას, თუ რატომ არ იყო გამოყენებული კონკრეტული მექანიზმები მთელი ეს პერიოდი, რომლებზეც სასამართლომ მიუთითა სახელმწიფოს და ახლა რამდენად შეუქმნა ამ შეწყვეტილმა პროცესმა პრობლემა მარლთმსაჯულების სასამართლოში დავის დაბრუნების საკითხს.
„როგორც ცნობილია, გუშინ, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე, გადაწყვეტილება, რომლითაც მან დაადასტურა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომ ის ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონზე და რომ იქ მიმდინარე ყველა დარღვევაზე, იქნება ეს სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებული, სხვა ადამიანების უფლებების დარღვევა თუ ნებისმიერი სხვა ქმედება, მასზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, ეს უკვე სამართლებრივად არის დადასტურებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მოყვეს გაგრძელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ეს შედეგი, რომელიც სტრასბურგმა დააყენა, იქნას გამოყენებული სხვა ფორუმებზე. ეს გადაწყვეტილება იძლევა შესაძლებლობას, რომ იქნას გააქტიურებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თემა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში, საპარლამენტი ასამბლეის ფარგლებში გააქტიურებული იქნას ადრე მიღებული რეზოლუციები, რომლებიც სწორედ ამ საკითხს ეხება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ცალკე მინდა რომ აქცენტი გავაკეთო, ეს არის საქართველო-რუსეთის დავა გაეროს მარლთმსაჯულების სასამართლოში. დავა, რომელიც თავის დროზე დაიწყო წინა ხელისუფლებამ 2008 წელს, რომელზეც 2011 წელს მარლთმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ განიხილავდა შინაარსობრივად ამ დავას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უნდა გამოეყენებიდა კონკრეტული კონვენციის ფარგლებში დავის გადაჭრის მექანიზმი, ეს საკითხი შემდეგ დაუბრუნა უკან საქართველოს, 2011-12 წლებში, მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ სცადა რუსეთთან დიალოგი, რომ დევნილების დაბრუნების საკითხზე ეს მექანიზმი ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ მერე როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მათ ეს მცდელობები შეაჩერეს.
ჩვენ ეხლა გვრჩება ძალიან მცირე დრო, ეს არის სულ რამდენიმე თვე, 2021 წლის აპრილამდე, რომ უკან დაუბრუნდეს ეს საკითხი მარლთმსაჯულების სასამართლოს. ამრიგად, მივმართავთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ გააკეთოს კონკრეტული განმარტება, პირველი იმაზე, რომ აპირებს თუ არა, რომ ეს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მარლთმსაჯულების სასამართლოში, ანუ თავიდან შეიტანოს თუ არა დავა. ისინი ამბობდნენ, რომ ელოდებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რაკი სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, აპირებენ თუ არა ამ 2-3 თვის განმავლობაში, რომ ეს დავა დააბრუნონ მარლთმსაჯულების სასამართლოში.
მეორე, კონკრეტული ახსნა უნდა მოვისმინოთ იმასთან დაკავშირებით, ეს პერიოდი რატომ არაფერი არ გააკეთეს, რატომ არ გამოიყენეს კონკრეტულად არსებული მექანიზმები, რომლებზეც მაშინ სასამართლომ მიგვითითა, რატომ შეწყვიტეს ეს დიალოგი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით და ახლა რამდენად შეუქმნა ამ შეწყვეტილმა პროცესმა პრობლემა მარლთმსაჯულების სასამართლოს დაბრუნების საკითხს.
ამ ორ კითხვაზე ველით ხელისუფლებიაგან პასუხს საჯაროდ, იმიტომ, რომ ეს საქმე უკვე ვეღარ მიიჩქმალება, აქამდე ისინი იმალებოდნენ სტრასბურგის ზურგს უკან და ამბობდნენ რომ ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება გამოსულია, ეხლა კონკრეტული ახსნა-განმარტებები არის საჭირო.“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე – ოპოზიცია არ შედის პარლამენტში
შემდეგი სტატიახორბლის გაძვირების გამო მთავრობა ფქვილის ფასის სუბსიდირებას 15 ლარამდე ზრდის