კაპანაძე: მიმაჩნია, რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული

ვროპული საქართველოს სპიკერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ არ მიაჩნია სწორად გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციური ლიდერები ღიად არ ესაუბრონ საზოგადოებას იმაზე, რა ხდება ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე.

სერგი კაპანაძის შეფასებით, საზოგადოება მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, თუმცა, ეს პირობა ელჩების მიერ იყო წამოყენებული და მათ ანგარიშს უწევენ.

“მიმაჩნია, რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული. უბრალოდ, როდესაც ეს პირობა იდება ხოლმე შეხვედრაზე, მერე არ გვინდა, რომ დავარღვიოთ, თორემ მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი დეტალი უნდა იყოს ცნობილი და იმ შეთანხმების ფარგლებში, რაც გვაქვს შიგნით, რომ დეტალებზე არ ვისაუბროთ, ჩვენ მაინც ვცდილობთ ხოლმე, რომ გარკვეული ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი”. – თქვა სერგი კაპანაძემ ფორმულას ეთერში.

როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, მისთვის გასაგებია, რომ მოლაპარაკებების დეტალები ლაივ-რეჟიმში ვერ გადაიცემა და არც ყველაფერზე ღიად საუბარია სწორი, თუმცა, მისი განმარტებით, მთავარ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია.

“საზოგადოების ინფორმირება მთავარ საკითხებზე, იმაზე, თუ რაზე მიდის მოლაპარაკებები, რა არის მთავარი პრობლემები ან სად არის გადაკვეთის წერტილები, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უფრო ღია უნდა იყოს საუბარი”. – ამბობს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში კაცი ჩაცხრილეს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – კარგია, რომ „ქართული ოცნება“ გონივრულ ნაბიჯებს დგამდა