კაპანაძე კობახიძის ინტერვიუზე – მორალურად გაკოტრებულა “ოცნება”

“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე “მთავარი არხის” ეთერში გასულ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმაურება და წერს, რომ “ოცნება” იმ სტადიაშია, როცა სიმართლეს და მორალს ფასი აღარ აქვს. კობახიძესთან ინტერვიუ გიორგი გაბუნიას ახალ გადაცემაში გუშინ გავიდა.

“კობახიძის ინტერვიუ ვნახე ახლა და პომერანცევის წიგნი გამახსენდა – არაფერია სიმართლე და ყველაფერია შესაძლებელი.

ოცნება იმ სტადიაშია, როდესაც სიმართლეს, მორალს ფასი აღარ აქვს. მხოლოდ სიცრუე და ალტერნატიული ფაქტები. მორალურად გაკოტრებულა ოცნება” – წერს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი პანსიონზე – გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით
შემდეგი სტატიაკალაძე ნინოწმინდაზე – თითქოს იქ უბედურება და საშინელება ხდებოდა, რეალობა სხვა აღმოჩნდა