კანთისა და ნაკიფუ-ლეჟას უბანში 60-60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთისა და ნაკიფუ-ლეჟას უბანში 60-60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.კანთის საბაზისო სკოლის მოსწავლეებს სწავლა ხის ძველ შენობაში უწევდათ, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა, რის შემდეგაც ისინი სწავლას სხვადასხვა სკოლებში განაგრძობდნენ. ძველი ხის შენობაში უწევდათ სწავლა ლეჟას საბაზისო სკოლის მოსწავლეებსაც.

სკოლები ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი.
შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საგანმანათლებლო რეფორმის ძირითადი პრიორიტეტია. შესაბამისად, გეგმაზომიერად, საჭიროებებიდან გამომდინარე და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 3 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: ყველაფერს ვიზამ, რომ თქვენივე ინიციატივით გამიუქმოთ მანდატი
შემდეგი სტატიაიოსელიანი წულუკიანს: კარგი იქნებოდა, თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამიანების სატკივარს და იმ ადამიანების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს