“კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს…მნიშვნელოვანი და აუცილებელია კანონის აღსრულება “

“რეაგირება უნდა იყოს მოქმედი კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი. ჩვენ პატივს ვცემთ მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების უფლებას, თუმცა, ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს, აქ ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, პირდაპირ კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს. მითუმეტეს, აქ საუბარია არა რიგითი ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს ფუნქციონირებაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია კანონის აღსრულება ”-აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი კობახიძე კითხვაზე, თუ დეპუტატები ისევ ვერ მოახერხებენ პარლამენტში შესვლას, როგორი უნდა იყოს რეაგირება.

banner
წინა სტატიაშირატი იონათამიშვილი-ნურავინ გაბედავს, წინ გადამეღობოს
შემდეგი სტატიაჩვენ არ ვითვლით ადამიანების რაოდენობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროტესტი და ვრეაგირებთ პროტესტზე შესაბამისად