კანონში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა – ენათმეცნიერი რუსულ კანონზე

“უცხოური და უცხო ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი, უცხოური ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია შესწავლილი იქნა ლექსიკოგრაფიული და ტრადიციული მეთოდით და შერჩეულ ტერმინთა და შესიტყვებათა კვლევა ადასტურებს, რომ კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა.

დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტით არის შესაძლებელი.” – განაცხადა ენათმეცნიერმა მარინა ბერიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. განხილვის მესამე დღეს პროცესზე სიტყვით ენათმეცნიერი მარინა ბერიძე გამოდის. მისი შეფასებით კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია – საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს
შემდეგი სტატიასეფაშვილი – „სირცხვილიამ“ გააცნობიერა, რომ კანონი მიზნად არ ისახავს საქმიანობაში ხელის შეშლას და დარეგისტრირდა